• en
  • ru

WORLD TO GEORGIA – DISCOUNTED TRAVEL SERVICES

Top
18 დეკ

სტატისტიკა: 2017 წლის 11 თვე

2017 წლის იანვარი – ნოემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან +18.4%-ია. მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,243,963 შეადგინა (ზრდა +27.6%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთიდან (+14.9%),  რუსეთიდან (+33.4%), თურქეთიდან (-3.2%) და ირანიდან (+121.1%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – ნოემბერში გამოირჩნენ გაერთიანებული სამეფო +39.7%, ავსტრია +35.6%, ნიდერლანდები +32.7%, ესპანეთი +30.5%, საფრანგეთი +29.7% და გერმანია +27.4%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან იორდანია +327.2%, საუდის არაბეთი +165.7%, ქუვეითი +152.4%, ირანი +121.1%,...